კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლის ტერიტორიზე სასტუმრო შენდება. ალავერდის სამონასტრო კომპლექსიდან, 200 მეტრში, კომპანია" ბადაგონი", რამდენიმესართულიან შენობას აშენებს.
32 ნომრიანი სასტუმრო, ბარებით , რესტორნით და ღია აუზით - ასეთი ხედი ექნებათ ალავერდის ტაძრის სასულიერო პირებს და მრევლს, რადგან მშენებლობა იმ ტერიტორიაზე იწყება, რომელიც ტაძრის საკუთრებაა.
კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ამისთვის მონასტერს გარკვეულ თანხას გადაუხდიან;
მშენებლობა 2 დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა საზეიმოდ გახსნა, თუმცა არავინ იცის, როგორ მიიღო ბადაგონმა მშენებლობის უფლება მონასტრის ტერიტორიაზე, მაშინ, როცა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის ძეგლიდან 500 მეტრიან რადიუსში, მშენებლობა კანონით აკრძალულია.
ავტორი: ია გულიაშვილი, ნინი ჟიჟიაშვილი