დაიკითხნენ მოწმეები და კიდევ ერთხელ დადასტურდა მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი - ამის შესახებ პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
პროკურორმა დაცვის მხარის შუამდგომლობაზე ისაუბრა. საუბარია, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა მასთან ექიმებს არ შეშვებას, მოსამართლეს გამოეტანა განჩინება და დაევალებინა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ამ ფაქტის მოკვლევა:
"არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც, თუ სასამართლოს გაუჩნდება ეჭვი, რომ ბრალდებულის მიმართ ხორციელდება არაადამიანური მოპყრობა, მიმართოს შესაბამის ორგანოებს. ბრალდების მხარემ დააფიქსირა პოზიცია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, გაუჩნდებოდა თუ არა ეს ეჭვი სასამართლოს, გადაწყვეტილება თავად უნდა მიეღო, ჩვენ ვნახეთ, რომ მან ეს გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილა[...]
დაცვის მხარის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი „აქ არის, მაგრამ არ არის აქ“, აბსოლუტურად ბუნდოვანია მათი პოზიცია. რაც შეეხება არგუმენტს, რომ არ შეიძლება დავსაჯოთ სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტი, ამაზე არსებობს კანონმდებლობის მოთხოვნა და ბრალი აქვს წარდგენილი, შესაბამისად, მისმა ადვოკატებმა ამ ბრალზე უნდა ისაუბრონ“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს, ზურაბ და შალვა წოწორიებს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. მათ რამდენიმე დღის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.
ამავე თემაზე: