ადვოკატების შუამდგომლობა,რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა მასთან ექიმებს არ შეშვებას, მოსამართლეს გამოეტანა განჩინება და დაევალებინა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ამ ფაქტის მოკვლევა, მოსამართლე ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა.
შუამდგომლობა უფლებადამცველებმა დღევანდელ სასმართლო სხდომაზე დააყენეს. მანამდე კი მესამე პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ესაჭიროება ექიმების დახმარება. მან ივანიშვილს მიმართა.