იენ სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალურ ბანკს უხელმძღვანელებს

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალური მდივანი, იენ სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელი გახდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

იენ სტოლტენბერგი ახალ თანამდებობაზე, საპროცენტო განაკვეთების დაწესებასა და ფინანსური სტაბილურობის მართვაზე იქნება პასუხისმგებელი, ისევე როგორც ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდის ზედამხედველობაზე, რომელსაც მსოფლიოში უდიდესი აქტივები აქვს - 1.4 ტრილიონი დოლარი.

„დაინტერესებული ვიყავი ნორვეგიისთვის ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველის გამოვლენით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იენს სტოლტენბერგია“,  - ამბობს ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი.

იენ სტოლტენბერგი, ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველის მოვალეობების შესრულებას ნატოს გენერალური მდივნის მანდატის ამოწურვის შემდეგ შეუდგება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი