
უკრაინის რადაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის შექმნა იგეგმება - ამის შესახებ ინფორმაციას ეკა ხერხეულიძე ავრცელებს.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი და დეპუტატი კოლეგებთან ერთად კიევში იმყოფება და რადას დეპუტატებს ხვდება. მისი თქმით, უკრაინელი პოლიტიკოსები დაინტერესებული არიან საკუთარი თანამოქალაქის ბედით და აცნობიერებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მისი ციხიდან დახსნა - მათი თხოვნა მიმართულია ერთი საკითხისკენ, რითი დაგვეხმარონ რომ საკუთარი მოქალაქე, უკრაინის მოქალაქე დააბრუნონ ქვეყანაში" განაცხადა ეკა ხერხეულიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას.
ხერხეულიძის თქმით, ქართველმა ოპოზიციონერებმა გამართეს მაღალი რანგის შეხვედრები. საუბრის მთავარი თემა უკრაინაში არსებული მძიმე ვითარებაა ,თუმცა ამის გარდა დღის წესრიგშია მიხეილ სააკაშვილის თემა:
თქვენ იცით, რომ კომისიის შექმნა იგეგემება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შემსწავლელი, ასევე აპირებს უკრაინის რადა შექმნას იგივენაირი, საკუთარი მოქალაქის წინააღმდეგ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი კომისია." ამბობს ხერხეულიძე.
ასევე, როგორც ხერხეულიძემ თქვა, გაჩნდა მოსაზრება, რომ შეიქმნას საპარლამენტთაშორისი ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სადაც შევლენ საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის, მოლდოვას, წარმომადგენლები.
ხერხეულიძის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა პოზიციები და შეხედულებები უკრაინელი და ქართველი დეპუტატების დღევანდელ აუდიენციაზე დაახლოვდა.