
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი" ლევან ბეჟაშვილი, მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველი პარტიისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ ჩაიბარებს, თუნდაც ეკონომიკის მინისტრის პოსტს. მისი თქმით, მთავარია მმართველ პარტიას, დამოუკიდებელ ინსტიტუციაში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი.
"ეს გადაადგილება შეიძლება განვიხილოთ იმად, რომ მთავრობა ცდილობს დამოუკიდებელ ინსტიტუციაში, როგორიცაა ეროვნული ბანკი ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, პრაქტიკულად თავისი მაკონტროლებელი ჰყავდეს გვენეტაძეს" ამბობს ლევან ბეჟაშვილი
მთავარი არხის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ეროვნულ ბანკში გადაიყვანენ, ხოლო მის ადგილს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაიკავებს.