"მთავარის" ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე უხელმძღვანელებს | გასაუბრებები მთავრობის ადმინისტრაციაში

გამოქვეყნდა:

ვინ უხელმძღვანელებს სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს - კანდიდატებთან გასაუბრება მთავრობის ადმინისტრაციაში დილიდან მიმდინარეობს. სპეციალურად შექმნილ კომისიებს 20 კანდდატთან მოუწევთ გაუსაბრება, რის შემდეგაც შერჩეულ კანდიდატებს პრემიერს წარუდგენენ, ირაკლი ღარიბაშვილი კი 2-2 კანდიდატს პარლამენტს გადაუგზავნის.

"მთავარი" არხისთვის ცნობილი ხდება, რომ ამ ორგანოს ხელმძღვანელობას "ოცნება" მოქმედ პროკურორს, კოკა კაციტაძეს ჩააბარებს რომელიც ახლა გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსია.

Პარალელურად კი, ლონდა თოლორაია უფლებების დაცვის მიზნით საკონსტიტუციო სასამარჸლოს გადაწყვეტილებას ელოდება - აამოქმედებენ თუ არა დროებით ღონისძიებას და შეჩერდება თუ არა პარლამეტის გადაწყვეტილება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი