კომპანია META-მ ერთ დღეში 200 მილიარდი დოლარი დაკარგა | რა გახდა ამის მიზეზი

გამოქვეყნდა:

კომპანია META-მ ერთ დღეში 200 მილიარდი დოლარი დაკარგა - ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. ანგარიშებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ კომპანიას კვარტლური მოგება შეუმცირდა, რამაც ინვესტორებს აქციების გაყიდვისკენ უბიძგა. ჯამში, ამ ყველაფრით, META-მ ერთ დღეში ღირებულების 25% დაკარგა, ეს კი 200 მილიარდ დოლარიანი დანაკარგია.

საბაზრო ღირებულების ასეთი მკვეთრი ვარდნა ისტორიის განმავლობაში არცერთ ამერიკულ კომპანიას არ ჰქონია. Meta-მ ადგილი მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიების სიაშიც დაკარგა და ერთი ნიშნულით ქვევით დაიწია.

ანალიტიკოსების აზრით, ამ ყველაფერს რამდენიმე მიზეზი აქვს - Facebook დაბერდა და მას ახალგაზრდა მომხმარებლების მოზიდვა უჭირს, ის ვეღარ უწევს კონკურენციას TikTok-ს. ვარდნაზე გავლენა იქონია Apple-ის მიერ უსაფრთხოების წესების შეცვლამ და თვითონ Meta-ს მიერვე მეტავერსის დაანონსებამაც.

ცნობისთვის, Facebook-მა რებრენდინგი 2021 წელს დაიწყო და სამყაროს Meta-დ მოევლინა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი