16 მილიონი ირაკლი შოთაძის პირადი კომფორტისთვის. საქართველოს პროკურატურ ახალ პროექტს იწყებს და რიგით მესამე შენობა-ნაგებობას იშენებს. რა აუცილებლობით არის განპირობებული ახალი მშენებლობა, მმართველი გუნდის განმარტებები ბუნდოვანია.
ხელისუფლების ოპონენტები კი ვარაუდობენ, რომ საკუთარ კომფორტთან ერთად, ახალი შენობა, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კიდევ ერთი პირის, შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობა იქნება.
რას უწუნებს ძველ ისტორიულ შენობას მთავარი პროკურორი უცნობია. ფაქტი ერთია, გაჭირვებული ხალხის გახდილი გადასახადებით მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები ერთმანეთის მიყოლებით საკუთარი კომფორტისთვის ათასობით ლარს ხარჯავენ.