
უნგრეთმა უკრაინის NATO-ს კიბერცენტრში გაწევრიანება დაბლოკა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ეს იმის მიუხედავად მოხდა, რომ უკრაინა ომშია და იქ კიბერშეტევები მუდმივად ხდება.
ამ საკითხზე მანამდე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა ისაუბრა. თქვა, რომ უკრაინის ამ ცენტრში გაწევრიანებას ერთ-ერთი მოკავშირე ბლოკავდა. გამოცემას კი წყარომ დაუდასტურა, რომ ვეტოს უფლება უნგრეთმა გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ამ უკრაინის განაცხადის განხილვა კიდევ შეუძლია, თუმცა ცენტრის საბჭოს სხდომები წელიწადში ორჯერ იმართება და ის წლის ბოლომდე აღარ ჩატარდება.