"შიმშილით რომ მოვკვდე, მაინც სიმართლეს ვიტყვი და დავრჩები თავისუფალი" | კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა რეპრესიების დაძლევაზე იმსჯელეს

გამოქვეყნდა:

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, ბოლო დროინდელ რეპრესიებთან დაკავშირებით ღია დისკუსია გამართეს. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ გათავისუფლებულმა მეცნიერებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა იმსჯელეს, როგორ უნდა გათავისუფლდეს ქართული კულტურა.

სადისკუსიო თემებს შორის ისტორიის მუზეუმისა და გელათის მონასტრის რესტავრაციის საკითხიც მოხვდა.

"ხელოვანი ხალხი, მწერლები, ის რასაც კულტურა მოიცავს, არის ყველაზე უმართავი საზოგადოება და მათი დამორჩილება ძალიან ძნელია. ეს ყველა ტოტალიტარული სახელმწიფოს მესვეურებმა იცოდნენ. თავისუფლად მოაზროვნე კაცი და მართალი სიტყვა მაგათთვის ყველაზე სახიფათოა. რაც უნდა მოხდეს, შიმშილით რომ მოვკვდე, მაინც სიმართლეს ვიტყვი და დავრჩები თავისუფალი", - ამბობს ისტორიკოსი, იულონ გაგოშიძე. 

მუსიკოსი გიორგი უშიკიშვილი კი ამბობს, რომ "ნაჯახის ქნევა" უნდა დასრულდეს და კულტურის სფერო წნეხისგან უნდა გათავისუფლდეს. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, ახალი არაფერი შეიქმნება. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი