ხასო ხანგოშვილის სახლის ჩხრეკა ქავთარაძეზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება - უხუცესის პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

პანკისის ხეობის უხუცესის, ხასო ხანგოშვილი სახლის ჩხრეკა, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება.

ამის შესახებ "მთავარ არხთან" საუბარში თავად ხანგოშვილმა განაცხდა.   

სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, ხანგოშვილი პირველ კომენატრს "მთავარ არხთან" აკეთებს და ამბობს, რომ ქავთარაძეზე დაკავებული მამაკაცი ბოლო ორი თვეა მის შვილთან მეგობრობდა და წინა ღამეს ხეობაში, მათ სახლშიც სტუმრობდათ.

ხანგოშვილის ინფორმაციით, მამაკაცი სახელად ახმედი, ამბობდა, რომ საქართველოში ბიზნესი ჰქონდა და ჩართული იყო ვისო მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომლის მიზანი დაპირისპირებული ოჯახების შერიგებაა.

ის ჩაერთო შერიგების საკითხში...მოკლულის ძმას და ამ ბიჭებს საერთო ნაცნობი ჰყავდათ, რომელიც თურქეთში ცხოვრობს...ეჭვმიტანილია რაღაც დანაშაულშიო, თქვეს, რომ აპირებდა, მაგრამ ეს დანაშაული არ შეუსრულებია - ამბობს ხეობის უხუცესი.

რაც შეეხება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ თემას, უხუცესის თქმით, ოჯახში ამ თემაზე არასდროს უსაუბრიათ.

ხასო ხანგოშვილის ინფორმაციით, მისი ვაჟი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე გამოკითხა, თუმცა ოჯახს არ აქვს ინფორმაცია დაკავებულია თუ არა ის.

შეგახსენებთ, რომ ჩხრეკა სოფელ დუისში გუშინ ჩატარდა. გარდა ამისა, ქავთარაძის ქუჩაზე, "დრიმ თაუნში" სუს-მა სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულის ბინიდან სამართალდამცავებმა დალუქული პაკეტი ამოიღეს, რაც შესაძლოა, ნარკოტიკული საშუალება ყოფილიყო. 

სუს-სს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი