მაშველები მაროკოში 5 წლის ბიჭის გადარჩენას ცდილობენ - ბავშვი 4 დღეა 32 მეტრის სიღრმის ჭაშია ჩავარდნილი

გამოქვეყნდა:

მაშველები, რომლებიც უიმედოდ ცდილობენ მაროკოში, ღრმა ჭაში ჩავარდნილი ხუთი წლის ბიჭის ამოყვანას, ოპერაციის ბოლო ეტაპზე გადავიდნენ. 

BBC -ის ცნობით, ბავშვი ოთხი დღის წინ წყლის ჭაბურღილის ვიწრო ღიობიდან 32 მეტრის სიღრმეში ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი.

დღეს ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაშველები ბიჭიდან 1,8 მეტრში იმყოფებიან, თუმცა მეწყრის საშიშროების გამო, სამაშველო პროცესები უფრო და უფრო რთულდება. 

”ჩვენ თითქმის იქ ვართ. სამი დღეა უწყვეტად ვმუშაობთ და დაღლილობა მატულობს, მაგრამ მთელი სამაშველო ჯგუფი ჩართულია“,- თქვა ოპერაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, აბდესალამ მაკუდიმ.

​შემთხვევის დროს 5 წლის ბიჭის მამა ჭას არემონტებდა. "იმ ერთ მომენტში, როცა მას თვალი მოვაშორე, პატარა ჭაში ჩავარდა", - ყვება ის ადგილობრივ მედიასთან. 

მაშველებმა ჭაში ჩაუშვეს ჟანგბადის ნიღაბი, საკვები და წყალი, ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფიც, რომელიც მზად არის ბიჭის სამკურნალოდ გადასაყვანად. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ვერტმფრენიც, რომელიც ჭიდან ამოყვანის შემდეგ 5 წლის რაიანს საავადმყოფოში გადაიყვანს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი