"ძალა ერთობაშია" და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიები არჩევნებზე ერთიანი საარჩევნო სიით წარდგენისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ოპოზიციური გაერთიანება მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას დადებითად აფასებს.
აქ მთავარია ერთიან სიაზე რამდენად იქნებიან მზად პოლიტიკური ორგანიზაციები. მე მხარს დავუჭერდი რომ ერთი დიდი ოპოზიციური სია გაკეთედეს- ამბობს გუბაზ სანიკიძე
ერთი რაც გადაჭრით შეიძლება ითქვას, აუცილებლად იქნება ოპოზიციაში მსხვილი ოპოზიციური ერთობა, ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების, რომლებიც შეეცდებიან და მოახერხებენ ალბათ ერთიანი პროპორციული სია ჰქონდეთ - ამბობს ბაჩუკი ქარდავა
"ევროპულ საქართველოში" კი განსხვავებული პოზიცია აქვთ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებაა და ისინი სხვა იდეას არ განიხილავენ:
რეალობა დღეს საქართველოში არ არის, რომ მხოლოდ ორი პოლუსია - ივანიშვილი და სააკაშვილი, რისი წარმოჩენაც ყოველთვის უნდა ხოლმე ივანიშვილს. რელობა არის სხვა. არის მრავალი პოლიტიკური პარტია და არის ამომრჩეველი, რომელსაც მრავალფეროვანი შეხედულება გააჩნია - ამბობს სერგი კაპანაძე.
კაპანაძე იმედს გამოთქვამს, რომ მესამე პრეზიდენტის ეს შეთავაზება ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმებას არ ჩაშლის.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ერთიან პროპორციულ სიაზე მუშაობა და 2020 წლის არჩევნებში, ამ სიით გამოსვლა შესთავაზე