მშობლების ნაჩუქარი ფულით გამდიდრებულები - ვაკის, მთაწმინდის, ისნისა და კრწანისის გამგებლების ქონება 

გამოქვეყნდა:

მშობლების მიერ ნაჩუქარი ფულით გამდიდრებული გამგებლები - გამგებლების ანგარიშებზე ჩარიცხული ათობით ათასი დოლარის მიღებას, მათი უმეტესობა სწორედ მშობლების საჩუქარს უწოდებს, თუმცა საიდან აქვთ მშობლებს ასეთი საჩუქრების გაკეთების საშუალება, ეს არავინ იცის.

გაგაცნობთ თბილისის რამდენიმე რაიონის გამგებლის ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ქონება ხან უცნაურად ჩნდება, ხან კი საერთოდ ქრება.

მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში მთაწმინდის გამგებელს, დავით კირკიტაძეს ეკუთვნის. 1800 კვ/მ ფართობის ნაკვეთი კირკიტაძემ 2020 წელს 45 000 ლარად შეიძინა.

ეჭვს იწვევს ნაკვეთის ფასი, რომელიც ძალიან დაბალია საბაზრო ღირებულებაზე. მიმდებარე ტერიტორიაზე კვადრატული მიწის ნაკვეთის ფასი 50 დოლარიდან იწყება, ამიტომ, გამგებლის ოპონენტები ვარაუდობენ, რომ დავით კირკიტაძე იტყუება. 

მის ქონებრივ დეკლარაციაშია კიდევ ორი ბინა - 133 კვ/მ ფართობის - თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე და 62 კვ.მ ფართობის - ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩაზე. ჯამში 105 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება კირკიტაძემ მეუღლესთან ერთად 2017 წელს შეიძინა.

იმ დროს, როდესაც მათი შემოსავალი გაცილებით დაბალი იყო.

კითხვის ნიშნებს აჩენს კრწანისის გამგებლის ქონებაც. 593 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბორჯომში, კურორტ ცემში, ასევე ბინები თბილისში წყნეთის გზატკეცილზე, რომლის ფართობი 56 კვმ-ია და 202 კვ.მ ფართობის ბინა  კანდელაკის ქუჩაზე, რომელიც ბექა მიქაუტაძეს  მამამ აჩუქა. მიქაუტაძემ და მისმა მეუღლემ მშობლებისგან საჩუქრად ჯამში 175 000 დოლარის უძრავი ქონება და 15 000 ლარი ნაღდი ფული მიიღეს.

თავად მიქაუტაძე უძრავი ქონების ჩუქებას მემკვიდრეობად ხსნის.

ვაკის გამგებლის ქონებრივ დეკლარაციაში უძრავი ქონების გვერდი ცარიელია, რაც იმას ნიშნავს, რომ  დავით კვინიკაძე და მისი ოჯახი უძრავ ქონებას არ ფლობენ, მაგრამ არის ერთი საინტერესო გარემოება - კვინიკაძე  უძრავ ქონებას ნამდვილად ფლობდა, თუმცა მისი გამგებლად დანიშვნის შემდეგ, ის დეკლარაციიდან გაქრა და არც ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა ჩანს. 

რა დაემართა ქონებას, ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მან არ ისურვა .

კითხვებს თავი აარიდა ისნის გამგებელმაც. ნიკა ელისაშვილმა მის ანგარიშზე გაჩენილ 20 000 დოლარზე მიუთითა, რომ მშობლებმა აჩუქეს.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი