დაანგარიშების შედეგია, ციდან არ ჩამოფრენილა - კალაძე ტრანსპორტის აბონემენტებზე 

გამოქვეყნდა:

კახა კალაძე საკუთარ სატრანსპორტო პოლიტიკას აქებს და ამბობს, რომ ის სამგზავრო ტარიფი, რომელიც 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდა "დაანგარიშების შედეგია".

მერის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი მგზავრი ჰყავდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს:

"ეს სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც ყველაზე ხშირად მოიხმარდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს. რაც შეეხება თვითონ პაკეტებს, მათ ღირებულებას, ესეც ხომ დაანგარიშების შედეგად იქნა მიღებული და ციდან არ ჩამოფრენილა. ჩვენ ყოველწლიურად ვუყურებდით, თუ რამდენი მგზავრი მგზავრობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რა იყო საშუალო გადასახადი ადამიანისთვის თვის განმავლობაში და ეს თანხა შეადგენდა საშუალოდ 40-43 ლარს. თვიური აბონემენტის ფასი დღეს არის 40 ლარი. ეს რომ დავიანგარიშოთ წლის ჭრილში, ვნახავთ, რომ 50 თეთრზე ნაკლები გამოდის ტარიფი ადამიანებისთვის, ვინც მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით." ამბობს კალაძე "იმედის" ეთერში.

სამგზავრო ტარიფები 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი