
აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ ამერიკა აკვირდება საქართველოს ევროპასთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის პროგრამას იმისთვის, რომ გაიგოს, რამდენად მზად არის ქვეყანა აშშ-სთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებისთვის.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, დეგნანმა თქვა, რომ აშშ აფასებს მსხვერპლს, რომელიც საქართველომ აშშ-სთან ერთად, სამხედრო ოპერაციებში შეიტანა, თუმცა სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას მკაცრი მოთხოვნები აქვს:
„სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ვაკვირდებით იმას, როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა, როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნები აქვს. საქართველომ ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.