მაროკოში ბავშვი, რომელიც 5 დღის წინ ჭაში ჩავარდა, გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

მაროკოში, 5 წლის ბიჭი, რომელიც 5 დღის წინ ჭაში ჩავარდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაშველებმა ჭიდან ბავშვის ამოყვანა შეძლეს, თუმცა ის მალევე დაიღუპა.

ბავშვი წყლის ჭაბურღილის ვიწრო ღიობიდან 32 მეტრის სიღრმეში იყო. მეწყრის საშიშროება სამაშველო სამუშაოებს სულ უფრო მეტად ართულებდა.

​შემთხვევის დროს 5 წლის ბიჭის მამა ჭას არემონტებდა. "იმ ერთ მომენტში, როცა მას თვალი მოვაშორე, პატარა ჭაში ჩავარდა", - თქვა მან ადგილობრივ მედიასთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი