კოვიდ 19 ჟვანიას კლინიკაში - თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან

გამოქვეყნდა:

კოვიდ 19-ით ჟვანიას კლინიკის მთავარი ეკონომისტი დაინფიცირდა. 70 წლამდე ასაკის მამაკაცს დამახასიათებელი ნიშნები სამშაბათს გამოუვლინდა, თუმცა პისიარ ტესტმა დადებითი პასუხი, მხოლოდ განმეორებითი ტესტირების შემდეგ აჩვენა. 

ჟვანიას კლინიკის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ ინფიცირებულს პაციენტებთან კონტაქტი არ ჰქონია, ხოლო ადმინისტრაციის ის 12 თანაშრომელი, ვისთანაც კონტაქტი ფიქსირდება, თვითიზოლაციაში არიან გადასულები. თავად ინფიცირებული პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას

12 ივნისს დაგვიკავშირდა ლევან გოფოძე, რომელმაც გვაცნობა რომ ჩვენი თანამშრომლის განმეორბითი კვლევა იყო დადებითი. კლინიკის ადმინისტრაციული ნაწილი სრულად იზოლირებულია კლინიკური ნაწილისაგან ამიტომ კლინიკა აგრძელებს ფუნქციონირებას - ამბობს ჟვანიას კლინიკის კლინიკური დირექტორი მანანა ჟვანია

კითხვაზე, არის თუ არა გაზრდილი შემტხვევები მეორე ტალრა, ინფექციური საავამდყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ რეკომენდაციების არშესრულების შემთხვევაში, მეორე ტალრას ქვეყანა მალე შეუერთდება

მე მგონი ასეთი მომატებული ტემპით თუ წავედით, მეორე ტალღას შევუერთდებით. აუცილებელია არსებული სიტუაციის მოწესრიგება და შენარჩუნება - ამბობს ეზუგბაია

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის სულ 851 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 702.

გარდა ამისა ათამდე გაიზარდა იმ პაციენტების რიცხვი, რომელთა წყაროც უცნობია.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი