ტენდერების მოგება კალაძის შუამავლობით | მერიამ "გრინსერვის+"-ს 4-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა

გამოქვეყნდა:

ტენდერების მოგება თბილისის მერის შუამავლობით და უკონკურენტო "გრინსერვის" ჯგუფი - კახა კალაძემ 3 თებერვალს მისი მეგობრის, ლაშა ფურცხვანიძის კომპანიას 4 მილიონი ლარის ხელშეკრულება გაუფორმა. არარეალური პირობების გამო, ტენდერში მხოლოდ "გრინსერვისი" მონაწილეობდა.

ოპოზიციაში მძიმე კორუფციულ დანაშაულზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ტენდერებში იმარჯვებს ის, ვინც მმართველ გუნდთან მჭიდრო კავშირშია და თბილისის მერის, კახა კალაძის ინტერესებს ერგება.

"3 თებერვალს კალაძემ და მერიამ გააფორმეს ხელშეკრულება "გრინსერვისთან". ხელშეკრულების მიხედვით, ამ კომპანიამ გამწვანების ტერიტორიაზე გარკვეული სახის სამუშაოები უნდა განახორციელოს. ეს არის ის კომპანია, რომელიც ერთი მხრივ დაკავშირებული პირდაპირ კალაძის კლანთან და მეორე მხრივ - საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხოლმე პოლიტიკურ დავალებებს. როგორც წესი, ბატონი კალაძე და მისი გარემოცვა, იმ კომპანიებს აძლევს ხოლმე ასეთი სახით ტენდერებს, რომლებიც მერე გარკვეული სახით უკან აბრუნებს რაღაცნაირად ამ შავ ფულს ან ქართულ ოცნებაში, ან მერიაში, ან კონკრეტული ჩინოვნიკის ჯიბეში", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი