თუ არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, მუდმივად დავკარგავთ ათასობით მოქალაქეს, პანდემია არ დასრულდება! - კულუმბეგოვი

გამოქვეყნდა:

ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, მუდმივად დავკარგავთ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ანუ აქ პანდემია არ დასრულდება! - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს.

კულუმბეგოვი საკუთარი ნათქვამის დასადასტურებლად, ევროპული ქვეყნების სტატისტიკას აქვეყნებს. 

დანია

  • აქტიური შემთხვევები 575 ათასი
  • პაციენტები მართვით სუნთქვაზე 31 (0.0053%)
  • ვაქცინაციის მოცვა 84.4%

დიდი ბრიტანეთი

  • აქტიური შემთხვევები 2.5 მილიონი
  • პაციენტები მართვით სუნთქვაზე 478 (0.019%)
  • ვაქცინაციის მოცვა 81%

საქართველო

  • აქტიური შემთხვევები 210 ათასი
  • პაციენტები მართვით სუნთქვაზე 282 (0.13%)
  • ვაქცინაციის მოცვა 33%

ამ განსხვავებას განაპირობებს ვაქცინაციის მაჩვენებელი, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა მუდმივად დავკარგავთ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ანუ აქ პანდემია არ დასრულდება!

19 098 ახალი შემთხვევა და კიდევ 38 გარდაცვლილი - ასეთია 6 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი