"თქვენს შეგიძლიათ ბევრი სპეკულაციები მოიყვანოთ, მაგრამ ამის უკან არაფერი არ არის," - ასე უპასუხა პრემირ-ემინისტრმა " მთავარის" შეკითხვას, თუ რატომ არ ასახა ქონებრივ დეკლარაციაში უძრავი ქონება. გახარიას თქმით, ადამიანი, რომელიც ყიდვა-გაყიდვაში ფიგურირებს მისი ახლობელია და ეს უბრალო დამთხვევაა.
ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებიული კითხვა პრემიერმა წინასაარჩევნო სპეკულაციად მოიხსენია.
ჩემს დეკლარაციაში ყველაფერი არის დეტალურად. თქვენ შეგიძლიათ ბევრი სპეკულაციები მოიყვანოთ აქ, მაგრამ ამის უკან არაფერი არ არის. რეალურად, სამწუხაროდ, შევედით საარჩევნო ციკლში და სხვა საერთოდ არაფერი, შინაარსობრივი, პოლიტიკური რომ არ არის, ახლა მამას მოსდევენ ყველაფერს... მე საქართველოში 2012 წლის შემდეგ არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ შემიძენია ერთადერთი მანქანის გამო, რომელიც შევუძინე ჩემს მეუღლეს. მე ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ვერავინ ვერასდროს ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაცა 12 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში შევიძინე - განაცხადა გახარიამ.