ნეიროფიბომატოზი სიმსივნური სახის იშვიათი დაავადებაა. ის თანდაყოლილი გენეტიკური დაავადებების ჯგუფს განეკუთვნება და მისი სრულად განკურნება წარმოუდგენელია. დაავადება პაციენტის გარეგნობისა და სხეულის იმდენად სპეციფიურ ცვლილებებს იწვევს, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ადამიანები კარჩაკეტილ ცხოვრებას ამჯობინებენ, საზოგადოების მხრიდან დამცირების, დევნის თუ სხვადასხვა სტერეოტიპისგან თავის ასარიდებლად. ასე მოხდა ქეთევან ბურდულის ცხოვრებაშიც.
გენეტიკური ლატარიის უიღბლობით გამოწვეული ეს რთული დაავადება სერიოზულ გართულებებსაც იწვევს და პაციენტებს მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდებათ. თუმცა სოციალურად დაუცველი მოხუცი არათუ ექიმთან მისვლას, საარსებო შემწეობის მიღებასაც ვერ ახერხებს.