მოსახლეობა წინაპრებისგან დატოვებულ ქონებას ვერ იფორმებს | დაურეგისტრირებელი ქონება და "ოცნების" შერჩევითი სამართალი

გამოქვეყნდა:

სულ რამდენიმე წლის წინ, საქართველოში წარმატებული რეფორმების ცოცხალი სახელმძღვანელო იყო. მათ შორის ყველაზე წარმატებული იუსტიციის სახლი, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გადააკოპირეს და იქ ჩვენზე უფრო ამაყად უწოდებენ ამას ქართულ მოდელსა და წარმატებულ რეფორმებს.

მაგრამ ეს წლების წინ იყო - მას შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" იუსტიციის სახლებს ჯერ სახელი შეუცვალა, 9 წლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ერთ დროს საამაყო რეფორმა ახლა სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა სახლმმართველობას.

ადამიანებს წინაპრებისგან დატოვებული ქონების გასაფორმებლად თვეობით უწევთ ოთახიდან ოთახში ფუცლებით სირბილი და საკუთარ სიმართლეს მაინც ვერ პოულობენ. ამის პარალელურად კი მაგალითად პრემიერს შუძლია ტყე რამდენიმე საათში საკუთარ ცოლს დაუკანონოს.

ავტორი: ნინო ჟვანია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი