ქალაქის თეატრი - ასე ქვია ახალ სივრცეს, რომელსაც ახალგაზრდა შემოქმედების ჯგუფი უკვე რამდნიმე კვირაა საკუთარი ხელით აშენებს. იდეა მარტივია, თავისუფალი პლატფორმა - ყველა თავისუფალი არტისტისთვის.
ტერმინი თეატრიც აქ ალბათ ფარდობითი ცნებაა, რადგან ეს სივრცე სრულიად გახსნილი და ღია იქნება ნებისმიერი იდეისთვის თუ წარმოდგენისთვის.
სივრცეს, რომელსაც ახალგაზრდების ეს ჯგუფი ულევი ენთუზიაზმითა და საღებავებში ამოსვრილი ხელებით ქმნის, არც არავის სახელი ერქმევა და არც მისი ფუქნციურობა იქნება მკვეთრად შემოსაზღვრული - ქალაქის თეატრს ორი აბსოლუტური ღირებულება ექნება - მაყურებელი და თავისუფლება.