
კრიმინალური ჯგუფების დაპირისპირება მექსიკაში - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემა Aljazeera წერს, რომ შემთხვევას მინიმუმ 16 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა გვამები სამართალდამცველებმა ორ ქალაქში იპოვეს.
პოლიციის ცნობით, 10 დაღუპული ქალაქ ფრესნილოში, 6 კი გენერალი პანფილო ნატერას მუნიციპალიტეტში აღმოაჩინეს. ორივე ქალაქში ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ.
უცხოური მედია წერს, რომ საკატეკასის შტატი ნარკოტიკებით მოვაჭრე კარტელების დაპირისპირების ადგილი ამ დრომდეც არაერთხელ გამხდარა. კარტელები ერთმანეთს აშშ-ში ნარკოტიკების გატანის მარშრუტების გამო უპირისპირდებიან.