30-წუთიანმა თოვამ ზუგდიდის სოფლებში პრობლემები შექმნა

გამოქვეყნდა:

30-წუთიანმა თოვამ ზუგდიდის სოფლებში პრობლემები შექმნა. სოფელ კორცხელსა და ნაცატუში მიკროავტობუსები და მსუბუქი ავტომობილები ვერ გადაადგილდებოდნენ. ცნობილია, რომ მათ უმეტესობას ზამთრის საბურავები არ ჰქონდა. 

ადგილზე, მიუხედავად არაერთი თხოვნისა, დათოვლილი აღმართის გასაწმენდად, ამ დრომდე არ მისულა ტრაქტორი. 

მერიაში კი ამბობენ, რომ სპეციალური ტექნიკა უკვე გაგზავნილია. 

 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი