საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეთავაზებამ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მათი ნაწილი ამ იდეას ეთანხმება, ნაწილისთვის კი ერთიანი სია მიუღებელია.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ეს მნიშვენლვანი იდეაა, თუმცა ოქტომბერში, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში დარწმუნებულები არიან.
სამსაჯელოდ ზოგადად ძალიან მნიშველოვანი იდეაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ოქტომბერში არის გარდაუვალი და ეს არის სწორედ ამ ერთიანობის და მოსახლეობის ერთი დიდი იდეა - ამბობს ხატია დეკანოიძე.
სააკაშვილის შეთავაზების მოწინააღმდეგეების ძირითადი მოტივი კი ის არის, რომ ეს ინიციატივა ქვეყანაში ორპოლუსიან პოლიტიკურ გარემოს ქმნის.
პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა არის ივანიშვილის და მისი პროპაგანდის ამოცანა და ამაში არ უნდა დავეხმაროთ. თან ეს რეალობას არ ასახავს. ამომრჩეველი არის მრავალფეროვანი და ოპოზიციაც არის მრავალფეროვანი...დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იდეა არ იქნება გამოყენებული საბაბად მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩასაშლელად. - ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
იდეას არარელისტურად აფასებენ "დემოკრატიულ მოძრაობაში და ამბობენ, რომ ეს ოპოზიციის ინტერესებს ეწინააღმდეგება
აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვნად იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის იმისათვის, რომ მრავალფეროვნად განწყობილი ელექტორატის ინტერესები დააკმაყოფილოს - ამბობს ანზორ ბიწაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებში ერთიანი პროპორციული სიით გამოსვლა შესთავაზა.