"ანტისაოკუპაციო მოძრაობა" ანტისაოკუპაციო საბჭოს ქმნის. ინიციატორი "ძალა ერთობაშია", საბჭოს წევრთა რიგებში კი პოლიტიკოსებიც იქნებიან. მთავარ მიზნებზე კირბალში ჯგუფის წევრები დღეს იმსჯელებენ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის თქმით, "ქართული ოცნების" არგაღიზიანების პოლიტიკა წლებია არ მუშაობს და საჭიროა ახალი გაერთიანება, რომელიც ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. იდეის ავტორები ამბობენ, რომ საბჭოს მთავარი დანიშნულება გადაწყვეტილებების მიღება, ეფექტური რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში ადგილზე პატრულირებაც იქნება.
"ძალა ერთობაშიას" ინფორმაციით, ოკუპანტებმა თხრილების გასაკეთებალდ სამუშაოები განაახლეს, ისინი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების ობიექტივში მოხვდნენ, საპასუხოდ კი მათ ცეცხლი გაუხსნეს.