დევნილების პროტესტი გრძელდება - იძულებით გადაადგილებული პირები დღეს ჯანდაცვის სამინისტროს უცვლელი მოთხოვნით მივლენ. მათი მთავარი სურვილი ავარიული შენობიდან გასვლა და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებაა.
იძულებით გადაადგილებულ პირებს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ, გაიზარდოს სოციალური დახმარების პაკეტი.
"მთავარი მოთხოვნა გახლავთ ის, რომ სასწრაფოდ იქნას გაყვანილი დევნილები ნგრევადი ობიექტებიდან, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის შემწეობა, რომლებსაც დევნლებს უხდიან, გაიზარდოს საარსებო მინიმუმამდე, ასევე, ის დევნლები, რომლებიც ამ 29 წლის მანძილზე ქირით არიან, მათთვის სახელმწიფომ ადმინისტრაციული დაპირება გასცეს", - ამბობს ირაკლი ტორუა, ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისათვის" წევრი.
ცნობისთვის, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილებისა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 11 თებერვალსაა ჩანიშნული. დევნილთა სააგენტომ 27 იანვარს განაცხადა, რომ განსახლების პროცესი დაიწყო.