ბათუმის სანაპირო ზოლის გადასარჩენად, ოპოზიცია მერიას სამუშაო ჯგუფის შექმნის მოთხოვნით მიმართავს

გამოქვეყნდა:

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს - წერილი მერიაში დღეს შევა. მიზანი სანაპირო ზოლის გადარჩენის გეგმის შემუშავებაა.

პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ჯგუფი უცხოელი და ქართველი სპეციალისტებით უნდა დაკომპლექტდეს. ისინი ახალ სტრატეგიაზე იმსჯელებენ, რადგან 2012 წელს შემუშავებულმა გეგმამ არ გაამართლა.

ოპოზიციის ინიციატივის მიზეზი მორიგი შტორმია, რომლის დროსაც ბათუმის ახალ ბულვარში სავალი გზის ნაწილი სტიქიამ ჩამოშალა, დაზიანებულია პლაჟის ინფრასტრუქტურა.

"სასწრაფო წესით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი იქნება თუ კომისია, რომელიც შეისწავლის ნაპირსამაგრთან დაკავშირებით და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პრობლემაზე. გვექნება მერთან ურთიერთობის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია, როგორ ვაპირებთ ურთიერთობას და იმედი გვაქვს, რომ პოლიციის ძალით მერი არ დაგველაპარაკება",- ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან, რევაზ ხარაზი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი