ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის კაბინეტის შესასვლელთან სამართალდამცველების კორდონია მობილიზებული - ოპოზიციის დეპუტატებს მერთან ისევ არ უშვებენ.
დეპუტატებმა გუშინვე თქვეს, რომ ისინი მერს გარკვეულ შეკითხვებს დაუსვამდნენ ბათუმის ახალ ბულვარში სტიქიისგან მიყენებული ზარალისა და განადგურებულ სანაპირო ზოლთან დაკავშირებით.
ოპოზიცია მერთან ურთიერთობის ახალ ფორმას აანონსებს - ბათუმის საკრებულოს დეპუტატების თქმით, ყოველდღე ბათუმის მერს წერილობით მიმართავენ.
"სასწრაფო წესით უნდა შეიქნას კომისია და უმოკლეს ვადებში დაიდოს კონკრეტული დასკვნა, როგორ შეიძლება გადავარჩინოთ სანაპირო ზოლი. არ ვაპირებთ მერთან შესვლას, ეს ბიჭები ტყუილად შეაწუხა, ჩვენ ვაპირებთ, ყოველდღე მივწეროთ წერილი მერს",- ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი, რევაზ ხარაზი.
პოლიტიკოსებმა თვითმმართველ ორგანოში წერილი დატოვეს, თუმცა როდის მიიღებენ ჩიქოვანისგან პასუხს უცნობია.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.
ამავე თემაზე: