ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილები აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია მიმდინარეობს. ისინი ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას და სოციალური დახმარების გაზრდას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ყველა დევნილი ფართით არაუგვიანეს 2025 წლამდე უნდა დაკმაყოფილდეს.

სამინისტროსთან შეკრებილებს მინისტრთან შეხვედრა სურთ. მათი თქმით, კონკრეტული გეგმა აქვთ, რომელსაც უწყებას გააცნობენ. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ მძიმე პირობებში უკვე 29 წელია ცხოვრობენ. დევნილები აპირებენ დღის ბოლომდე მინისტრს საკუთარი ხედვა წერილობითაც გააცნონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი