გაფლანგული მილიონები და 68 საეჭვო პროექტი - ხელვაჩაურში ენმ-ს დეპუტატები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" აჭარის განათლების მინისტრის მრჩეველს, ჯუმბერ ვარდმანიძეს მილიონების გაფლანგვაში ადანაშაულებს. ხელვაჩაურის საკრებულოს წევრებმა დღეს უწყებასთან დოკუმენტაცია მიიტანეს, რომელიც მათი განმარტებით, ცხადყოფს, რომ ვარდმანიძის მერობის დროს 68 საეჭვო პროექტი განხორციელდა.

მათ ადგილზე მიიტანეს აუდიტის დასკვნაც, რომელშიც კორუფციულ რისკებზეა საუბარი.

მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი რამდენიმე დღის წინ აჭარის განათლების მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. სწორედ ამას აპროტესტებენ ოპოზიციონერები და განათლების მინისტრთან, ან მოადგილესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

უწყებაში შეკრებილებს უთხრეს, რომ მინისტრი შეხვედრაზე თანახმაა, თუმცა მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელდება და სამსახურში დაბრუნდება.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი