კომიტეტმა, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის და "დროას" ლიდერი,ს ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

მიზეზად სხდომების გაცდენა სახელდება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, კომიტეტმა დაადგინა, რომ საშემოდგომო სესიის განმავლობაში 15 პლენარული სხდომა გაიმართა და როგორც ნათელაშვილმა, ასევე ხოშტარიამ 15-ვე სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს, რაც უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას იწვევს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, “ქართული ოცნების“ დეპუტატის კახა კუჭავას წერილობითი მიმართვა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და დაადგინა, რომ მას მანდატი ვადამდე უნდა შეუწყდეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი