სანამ განაჩენი გასაჩივრებადია, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ანტიკონსტიტუციურია - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

ბადრი ჯაფარიძის განაჩენი ხომ სისხლისსამართლებრივი აბსურდია, მაგრამ ამაზე უფრო წარმოუდგენელია, ამგვარი განაჩენის საფუძველზე, დეპუტატს პარლამენტის წევრის სტატუსი მოეხსნას - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა. 

ნიკა გვარამია განმარტავს, რომ  განაჩენი არაა გამამტყუნებელი და გარდა ამისა, სანამ განაჩენი გასაჩივრებადია, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ანტიკონსტიტუციურია. 

"ბადრი ჯაფარიძის განაჩენი ხომ სისხლისსამართლებრივი აბსურდია - ხანდაზმულ ქმედებაზე იმსჯელა სასამართლომ, დანაშაულიც დაადგინა და სასჯელიც შეუფარდა, რომელიც ქმედების ხანდაზმულობის გამო, თავადვე გააუქმა (თავად დვე თქვა, ხანდაზმულიაო!). წარმოუდგენელი ამბავია.

მაგრამ ამაზე უფრო წარმოუდგენელია, ამგვარი განაჩენის საფუძველზე, დეპუტატს პარლამენტის წევრის სტატუსი მოეხსნას. ჯერ ერთი, განაჩენი არაა გამამტყუნებელი. და მთავარი, კონსტიტუციის მიზნებისთვის, ის არ არის კანონიერ ძალაში შესული. სანამ განაჩენი გასაჩივრებადია, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ანტიკონსტიტუციურია, იმ უბრალო მიზეზით, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის შექცევა შეუძლებელია. ანუ, ჯაფარიძე რომ გამართლდეს ზედა ინსტანციებში (თუმცა, როდის გამტყუნდა, ეგეც კი უცნობია), ის ვეღარასდროს აღიდგენს პარლამენტის წევრის სტატუსს, რაც კონსტიტუციურსამართლებრივი ნონსენსია",- წერს ნიკა გვარამია 

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ამ წუთებში განიხილავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი