
ლიბიაში პუტინის გამოსახულებით, ჰაშიშის 300 შეკვრა იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემა "ლიბია ლაივ 218" წერს, რომ ჰაშიში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქის, ალ-მარჯის მცხოვრებმა აღმოაჩინა. პოლიციაში ამბობენ, რომ დიდი რაოდენობით ჰაშიში ჩაძირულ ნავზე იყო და ზღვამ გამორიყა.
