
ქუვეითის ხელისუფლებამ აგატა კრისტის დეტექტიური რომანის ახალი ეკრანიზაცია "სიკვდილი ნილოსზე" აკრძალა - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აკრძალვის მიზეზი მსახიობი გალ გადოტია, რომელიც მსახიობობამდე ისრაელის ჯარში მსახურობდა.
ქუვეითში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება ფილმს კრძალავს. რამდენიმე წლის წინ იგივე მიზეზით ქუვეითში კინოგაქირავებიდან "ქალი საოცრება" მოიხსნა.