
ნატო-ს გენერალური მდივანი იენ სტოლტენბერგი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას თავად სტოლტენბერგი Twitter-ზე ავრცელებს და წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტთან უკრაინის საკითხი განიხილა.
ვესაუბრე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე. მადლობა გადავუხადე მას აქტიური მხარდაჭერისა და პირადი ჩართულობისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის გამონახვაში და მივესალმე უკრაინის მიმართ თურქეთის მტკიცე და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ნატო კვლავ მზადა დიალოგისთვის, - წერს სტოლტენბერგი.