"მთავარი არხის" ინფორმაციით, კრემლი "რუსული საქართველოს" ლიდერად კახა კალაძეს მოიაზრებს | რუსეთის ოკუპაციის ახალი გეგმის დეტალები

გამოქვეყნდა:

კრემლის ახალი გეგმა და ახალი სამიზნე. რუსული საქართველო, ანექსირებული ცხინვალი, გაფართოებული ოკუპაცია, მიტაცებული თრუსოს ხეობა, ენგურის ჰოდროელექტროსადგური და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ყურე - რა გეგმა დევს კრემლში და როგორ აპირებს პუტინის რუსეთი საქართველოში ამ გეგმის განხორციელებას? "მთავარი არხის" ეთერში უკვე გასაჯაროვდა სკანდალური გეგმაც და მისი მთავარი აქტორის სახელიც.  რუსული პროექტის განხორციელებაში მთავარ მოქმედ პირად კახა კალაძე სახელდება. 

და ასეთი პროექტის რეალურად არსებობის მთავარი მტკიცებულება ის ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც უკვე დევს რუსეთის დუმაში. კრემლი ცხინვალის რეგიონის, ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ანექსიისთვის და შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებისთვის ემზადება.

მაგრამ არსებობს წინააღმდეგობაც - დასავლეთის გარდა, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს რუსულ იმპერიალისტურ ამბიციებს, პუტინის პოლიტიკას ქვეყნის შიგნით ოპოზიციის გარდა უკვე უმაღლესი რანგის სამხედროებიც უპირისპირდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი