არაერთი მცდელობის მიუხედავად, "მთავრმა არხმა" დღეს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისგან განმარტებები ვერ მიიღო. ეს სწორედ ის უწყებებია, სადაც უახლოეს მომავალში, ჩვენი ინფორმაციით, რადიკალური ცვლილებები უნდა განხორციელდეს.
უკვე ცნობილია, სად გადაინაცვლებს ნათია თურნავა 3-წლიანი მინისტრობის შემდეგ და სად დაქვეითდება ლევან დავითაშვილი.
მმართველი გუნდი დუმს, "ქართული ოცნების" რიგითი ლიდერები, როგორც ჩანს, ივანიშვილის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ჯერ ინფორმირებული არ არიან.