პოლიტიკური თაღლითობის მორიგი გეგმა. "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის წამების საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას. მმართველი პარტია, რომელიც თითქოს არ იყო წინააღმდეგი, ახლა ხელოვნურად ამცირებს ოპოზიციონერი დეპუტატების რაოდენობას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხმები არ ეყოს. კომისიის შექმნის ზღვარი 50 ხმაა.
ოპოზიციას ამ ბარიერის დაძლევა შეუძლია, მაგრამ უმრავლესობამ სამი დეპუტატისთვის მანდატის შეჩერების საკითხი ფორსირებულ რეჟიმში გადაიტანა. ახლა საინტერესოა ვინ დაასწრებს - ოპოზიცია კომისიის შექმნას, თუ "ქართული ოცნება" პარლამენტიდან დეპუტატების გაგდებას?