
დღეს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მერის მოადგილესა და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს შეხვდება. სხდომაზე უკანონო მშენებლობების საკითხს განიხილავენ. ენმ მშენებლობებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიის შერჩევით მიდგომაზე საუბრობს.
ისინი დღევანდელ სხდომაზე უკანონო მშენებლობების შესაწყვეტად საკუთარ გეგმას წარადგენენ.
"ჩატარდება ფრაქციის სხდომა, სადაც მოწვეული გვყავს, კახი კალაძის მოადგილე, ბატონი ირაკლი ხმალაძე და მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, კახა გულედანი. როდესაც ეს ადამიანები ერთი-მეორეს მიყოლებით უნგრევენ ერთსართულიან, ძალიან მცირე მოცულობის სახლებს ყველაზე დაზარალებულ ადამიანებს, იმავე წარმატებით რატომ ვერ ახორციელებენ დემონტაჟს თუკი ეს ეხება მათ ახლობლებს", - თქვა გიორგი ონიანმა.
ცნობისთვის, მუნიციპალურმა ინსპექციამ ცოტა ხნის წინ სახლები ორხევში დაანგრია. მანამდე იგივე მოხდა აფრიკის დასახლებაშიც.