ავარიული სახლები, შეჩერებული პროექტები და სამარშრუტო ტაქსებზე გაზრდილი ტარიფი - ამ პრობლემებზე "ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის მერისგან პასუხებს ითხოვს. საკრებულოს წევრებმა "ნაციონალური მოძრაობიდან" არჩილ ჩიქოვანის ადმინისტრაციაში შეკითხვები დაარეგისტრირეს.
"ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად მერის სამუშაო კაბინეტთან როგორ არის განლაგებული პოლიციის კორდონი. გადავწყვიტეთ უკვე წერილობით მივმართოთ საკრებულოს წევრებმა მას ", - თქვა ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან ბაჩი მექვაბიშვილმა.
ოპოზიციამ კომუნიკაციის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც მერთან შეხვედრის არაერთმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. არჩილ ჩიქოვანი ოპონენტებს თავს არიდებს და მერიაში ყველა ჯერზე კაბინეტის შესასვლელთან პოლიცია ჰყავს მობილიზებული.
ავტორი: თეა ვაშალომიძე
იხილეთ ასევე: