თბილისის საკრებულოში, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაბარებული მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე და მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელი, სხდომაზე არ მივიდნენ. ოპოზიციას მათთან კითხვა ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით ჰქონდათ. საუბარია უკანონო მშენებლობებზე.
ოპოზიცია ამბობს, რომ მერია გაჭირვებულებს სახლებს უნგრევს მაშინ, როცა თბილისში, ხელისუფლებასთან დაკავშირებული, გავლენიანი ბიზნესმენები არაერთ უკანონო შენობას აშენებენ.
ენმ ამბობს, რომ მათ კითხვებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არც წერილობით პასუხობენ.
ოპოზიციას სურდა მერიისთვის 4-პუნქტიანი გეგმა შეეთავაზებინა, რომელიც მათი აზრით, სოციალურად დაუცველებისთვის ფართების დაკანონებასა და უკანონო მშენებლობების აღმოფხვრას შეუწყობდა ხელს.