ქობულეთის მერიასთან ოპოზიციას და ჟურნალისტებს პოლიცია დაახვედრეს - ხმაური და დაპირისპირება

გამოქვეყნდა:

ხმაური ქობულეთის მერიასთან - ოპოზიციასა და ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ჯერ დაცვის პოლიცია დაახვედრა, შემდეგ კი კრიმინალური გამოიძახა.

სამართალდამცველები, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ მედიის წარმომადგენლების მიმართ, მათ საკუთარი საქმიანობის განხორციელებაშიც უშლიდნენ ხელს. ადგილ ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც.

ხმაური კი ოპოზიციის ადგილზე გამოჩენას მოჰყვა. "ოცნების" ოპონენტები ითხოვენ, პასუხი გასცეს ქობულეთის მოქმედმა მერმა 2019-2020 წლების აუდიტის დასკვნას, სადაც მათივე თქმით, ბევრი ფინანსური დარღვევა და სავარაუდო კორუფციის ნიშნები იკვეთება. ოპოზიციის თქმით, ამჟამინდელი მერი იმ დროს მერის მოადგილე იყო და პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი