საქართველოს მთავრობა მეორე წელია ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის გარეშე საქმიანობს - DRI

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობა მეორე წელია ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის გარეშე საქმიანობს - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.

მათი შეფასებით, ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის გარეშე საქმიანობა საჯარო დაწესებულებების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ ნებისმიერ მოქმედებას ფრაგმენტულსა და არაკოორდინირებულს ხდის.

"დოკუმენტის მოქმედების ვადა 2020 წლის ბოლოს ამოიწურა, თუმცა დაინტერესებული საზოგადოებისთვის უცნობია, რა ნაბიჯები გადაიდგა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებათა ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. 2014-2020 წლის სტრატეგიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი სტრატეგიის არარსებობის პირობებში, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ გააჩნიათ ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება, რომლითაც ავტორიტეტულ საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით, განისაზღვრება საქართველოში ადამიანის უფლებათა განმტკიცების ფართო ხედვა, მთავარი გამოწვევები და პრიორიტეტული მიმართულებები." ნათქვამია DRI-ს განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი