"ალტ-ინფო" და "ევროპელი სოციალისტები" კობახიძის პროექტებია, თუ სიტუაცია აირევა, ხელისუფლებას გადაიბარებენ - კილაძე

გამოქვეყნდა:

"ალტ-ინფო" და "ევროპელი სოციალისტები" არიან კობახიძის პროექტები და საყრდენები, იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია აირევა, ხელისუფლებას ეს ძალები გადაიბარებენ - ამბობს "ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძემ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში".

"თუ "ქართულ ოცნებაში" სიტუაცია აირევა, ჩემს გამოქვეყნებულ მასალის შიდა გარჩევებში პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრი ღიად აკრიტიკებს "ქართულ ოცნებას", ამბობს, რომ 2024 წელს ქართულ ოცნებას არანაირი ავტორიტეტი აღარ ექნება ქვეყანაში და ხელისუფლება უნდა გადაიბარონ ამ ძალებმა.

ამას მოჰყვა გარჩევები, რომ კობახიძის პროექტია და კობახიძის მომავალი საყრდენი შეიძლება იყოს, როდესაც ის შეიძლება აღარ იყოს  "ოცნების" თავმჯდომარე და ოცნებასაც აღარ ჰქონდეს შანსები 2024 წლის არჩევნებზე. მათ ჰქონდათ თუ არა ნებართვა აღებული კობახიძისგან ელანძღათ ოცნება და ეკრიტიკებინათ ღიად ოცნება და საკუთარი თავი შეეთავაზებინა, ამას მოჰყვა შიდა გარჩევები",- ამბობს ელისო კილაძე "დღის სტუმრის" ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი