ერთიანი სია არასწორია, ოპოზიციური ამომრჩევლის ნაწილი მას ხმას არ მისცემს - ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციური ამომრჩევლის ნაწილი, ერთიან სიას ხმას უბრალოდ არ მისცემს და პრაგმატულად, ასეთი რამის გაკეთება არასწორი იქნება, - ასე ეხმაურება "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ერთიან სიასთან დაკავშირებით  საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინიციატივას. 

მისი თქმით, თუ ოპოზიციას ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება უნდა, ამისთვის მნიშვნელოვანია, არჩევნებში მონაწილეობა თითოეულმა პარტიამ ცალ-ცალკე მიიღოს.

სუფთა პრაგმატულად, არასწორი იქნებოდა ასეთი რამ. თუ გვინდა ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება, ამისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციურმა პარტიებმა ცალ-ცალკე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. სხვა შემთხვევაში, თუ ერთიანი სია გაკეთდება, ეს საშუალებას მისცემს ივანიშვილს, იგივე თამაში ითამაშოს, რასაც თამაშობდა - იქით "ნაცები" არიან, აქეთ "ოცნება" და მხოლოდ ამ ორს შორის არის არჩევანი. რამდენადაც სააკაშვილს ვიცნობ, მეეჭვება, ეს არ ესმოდეს. მეტიც, მეეჭვება ისიც არ ესმოდეს, რომ ეს შეუძლებელია იმიტომ რომ პარტიები ამას არ დათანხმდებიან. მგონია, რომ ეს განცხადება უფრო გათვლილია იმაზე, რომ ასეთი ერთიაი სია ვერ შედგება და ოპოზიციის მარცხის შემთხვევაში სააკაშვილს სათქმელი ექნება, აი ხომ ვამბობდი, ერთიანი სია უნდა გაგვეკეთებინა და ამ შემთხვევაში მოვიგებდითო, - ამბობს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციას ერთიანი პროპორციული სიის შემუშავებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ სიით გამოსვლას სთავაზობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი