წალენჯიხაში სათემო საზოგადოებრივ საბჭოებს ირჩევენ

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მერისა და საკრებულოს მუშაობაში მოსახლეობის ჩართულობის მიზნით სათემო საზოგადოებრივი საბჭოების არჩევნები ტარდება. დღეს თემის საბჭოების წევრების არჩევა ნაკიფუსა და მიქავაში მიმდინარეობს.

საბჭო მერთან არსებული მუდმივმოქმედი არჩევითი სათათბირო ორგანოა, რომელიც 14-ვე სოფელს ეყოლება. მისი ფუნქცია იქნება კონკრეტულ თემთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, ფინანსების მიზნობრივ ხარჯვაზე მუშაობა, ასევე, საზოგადოებრივი კონტროლი სამუშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულებაზე.

საზოგადოებრივი სათემო საბჭოების ამუშავება წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავას მიერ მიღებული "წალენჯიხის თავისუფლებათა ქარტიის" ერთ- ერთი მექანიზმია.

ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციური საკრებულო და ოპოზიციონერი მერი პრეცედენტს ქმნის დეცენტრალიზაციის და ადგილობრივ ბიუჯეტის განკარგვაში მოქალაქეების ჩართულობასთან დაკავშირებით.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი